Tuesday 24 January 2023

გლობალური დათბობა


გეგმა





 ექსპერტები მიმდინარე წელს იმაზე გაცილებით ცხელ ზაფხულს ვარაუდობენ, ვიდრე წინა წლებში ფიქსირდებოდა. ტემპერატურამ მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. სიცხის გამო, სკოლებიდან ბავშვები უკვე დაითხოვეს, ქალაქებში კი, უფასო წყალი რიგდება. თუმცა ზაფხული ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო და წინ კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურაა ნავარაუდევი.
  
  ჯერ კიდევ 2015 წელს, ექსპერტები ახალ საგანგაშო მაჩვენებელზე ალაპარაკდნენ. ნახშიროჟანგის (СO2) საშუალო შემცველობამ ატმოსფეროში ჰაერის მილიონ ნაწილაკზე 400 მოლეკულა შეადგინა, რაც ახალი რეკორდია. СO2-ის მაღალი კონცენტრაცია აჩქარებს გლობალურ დათბობას საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე იზრდება. ნახშიროჟანგი ეგრეთ წოდებულ სათბურის აირებს მიეკუთვნება. ატმოსფეროში კონცენტრირებული ასეთი აირები მზის ენერგიის ნაწილს აკავებს და ჩნდება “სათბურის ეფექტი” - დედამიწა ცხელდება. თუ სათბურის აირები საერთოდ აღარ იქნება, პლანეტა ყინულის ბურთად გადაიქცევა. მაგრამ დღეს მისი რაოდენობა ნორმაზე ბევრად მეტია. და ბოლო 100 წლის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა გაიზარდა 0,86°C-თ.

No comments:

Post a Comment